ივანე მაჭავარიანის განცხადებით, „ომეგასთან“ მიმართებაში დასმული კითხვა პოლიტიკური მიზნებისთვის არის გამოყენებული

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კომპანია „ომეგასთან“ მიმართებაში დასმული კითხვა პოლიტიკური მიზნებისთვის არის გამოყენებული. როგორც ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ცხადი იყო, რომ აღნიშნულ კომპანიასთან მიმართებაში საქმე ეხებოდა „აღიარებულ საგადასახადო“ დავალიანებას.

მისი განმარტებით, „ომეგას“ სახელმწიფო წლების განმავლობაში მაქსიმალურად ედგა გვერდით და ხელს უწყობდა.

„იცით, გრაფიკი 11-ჯერ იყო, დაირღვა და ა.შ. მერე იყო მოგონებული, ვითომ ეს რესტრუქტურიზაციის კომისია, ვითომ რამეს წყვეტდა, სინამდვილეში უარესი იყო და აბსოლუტურად არ აქვს კავშირი შინაარსობრივ თემასთან, ეს არის არგადახდის საბაბი. ამის შემდგომ, პირადად მე, რამდენიმე შეხვედრისა და საუბრის მერე კიდევ მივეცი საშუალება ემუშავათ, როდესაც წინა წლის განმავლობაში თანხა უპირობოდ ჩაირიცხა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ.

ვთქვი, რომ მოიტანეთ მისაღები შემოთავაზება. სხვათა შორის, „ომეგამ“, ერთადერთხელ, პირველად შემოიტანა საგადასახადო შეთანხმებაზე მოთხოვნა, რომელიც მანამდე არასდროს შემოუტანია. ეს იყო ჩემი შეხვედრის დროს და ვუთხარი, ეს სწორი გზაა-მეთქი, მივესალმე. ჩვენ თვითონ არასდროს ვთავაზობთ არავის საგადასახდო შეთანხმებას და არ ვეუბნებით ციფრებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ, უნდა გააუმჯობესოთ და უკეთესი მოიტანოთ-მეთქი, თორემ სწორი გზა გრაფიკი არ იყო, ამ შემთხვევაში და არც რესტრუქტურიზაციის კომისიის მოწვევა. ნორმალური, ჯანსაღი საგადასახადო შეთანხმების მოტანა შეეძლოთ მაშინ და შეუძლიათ დღესაც მოიტანონ, ამას საჯაროდ ვამბობ. უბრალოდ, უნდა იყოს ჭკუასთან ახლოს. რა არის ჭკუასთან ახლოს?! პრაქტიკა ამბობს, რომ როგორც წესი, საურავს, ჯარიმას ვპატიობთ ხოლმე, უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ძირზე მოდიან. არის გამონაკლისი შემთხვევები, რომ ძირზე ქვემოთაც მოვდივართ.

აი, დღეს ვამბობ პირველად - შინაგანად, მაგისთვის მზად ვიყავით და დღესაც მზად ვარ მაგისთვის, მაგრამ არც ერთხელ, ოდნავ ჭკუასთან ახლოს ციფრით არავინ მოსულა. „სამი წელი არ გადავიხდი, ორი წელი არ გადავიხდი და მერე დავიწყებ რაღაცის გადახდას“ - ასე საგადასახადო შეთანხმებები არ დგება. თუ ვინმე ელოდებოდა, რომ მე ვეტყოდი ციფრს ეს, აკრძალული მაქვს ჩემთვის და რა საკვირველია, ჩემი თანამშრომლებისთვისაც.

ალბათ ბევრ დეპუტატს ჰქონია ამ ფენომენთან შეხება, რასაც ჰქვია საგადასახადო შეთანხმება, რომელიც ხდებ ასე - მოდიან, ჩვენ ზოგჯერ უარს ვეუბნებით, მიდიან, აუმჯობესებენ და მოდიან... კომისია შეისწავლის და ამბობს, რომ ეს მისაღებია. ამიტომ, თუ გინდათ გაიგონოთ, რომ გინდა თუ არა შემოსავლების სამსახურიდან წამოვიდეს ციფრი - არ მოდის. პრინციპს გეუბნებით, საურავი, როგორც წესი კმაყოფილდება, ზოგ შემთხვევაში ძირის ნაწილიც, მაგრამ როდესაც 50 მილიონია საურავიანად, აქედან ძირი 41 და გეუბნებიან, რომ 0-ს გადავიხდი, რას ელოდებით ჩემგან მე, ვერ გავიგე“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს