ივანე მაჭავარიანი „ომეგას“ წარმომადგენელს - კაპიკის გადამხდელი რომ არ ხართ, ამიტომაა, რომ ამ ყველაფერს იგონებთ - სახელმწიფო არავისთან ისე მართალი არ არის, როგორც „ომეგასთან“

ქართული სახელმწიფო, საქართველოს საგადსახადო ორგანოები, ფინანსთა სამინისტრო არავისთან ისე მართალი არ არის, როგორც „ომეგასთან“, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლის კითხვას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე.

მაჭავარიანის თქმით, „ომეგა“ კაპიკის გადამხდელი არ არის ბიუჯეტში.

„მგონია, რომ ქართული სახელმწიფო, საქართველოს საგადსახადო ორგანოები, ფინანსთა სამინისტრო არავისთან ისე მართალი არ არის, როგორც „ომეგასთან“. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ამდენი ხელშეწყობა, ასე შემხვედრი ნაბიჯები არავისთან გადაგვიდგამს. სამართალს რაც შეეხება, სტოკჰოლმში არანაირი პროცესი არავის არ წაუგია. მე, როგორც ვიცი, იქ მოხდა კონკრეტული რაღაც გადაწყვეტილების შეჩერება არბიტრის მიერ, ამას არ ეთანხმება საქართველოს მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო და მაგასაც ნახავთ ეს პროცესი სად მივა და ვინ მოიგებს. ამ დავაში სახელმწიფო და ფინანსთა სამინისტრო არის პირნათელი ისე, როგორც არასდროს. ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ხომ ვიცით, რომ კაპიკის გადამხდელი რომ არ ხართ ამიტომაა რომ ამ ყველაფერს იგონებთ “,- განაცხადა მაჭავარიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო