სოფიო ხორგუანი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი საქრთველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს თხოვნით, სერგო ქობულაძის სახელოსნოს გადასარჩენად და მისი მემორიალური სახელოსნო-მუზეუმის გასახსნელად, გამოიყენოს ,,სალომე ზურაბიშვილის საქველმოქმედო ფონდი“, რომელიც საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნებისთვის არის შექმნილი.

,,დღეს სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, თავისი დროული გადაწყვეტილებით, ცნობილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის სახელოსნო შეისყიდოს, ავთენტური სახით შეინარჩუნოს და მემორიალური სახელოსნო-მუზეუმი დააარსოს, რომელიც სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტურისტულ ფუნქციებს შეითავსებს“, - აცხადებს სოფიო ხორგუანი.

დეპუტატობის კანდიდატმა ქართველი გრაფიკოსის, ილუსტრატორის, ფერმწერისა და თეატრის მხატვრის სერგო ქობულაძის სახელოსნოს შესყიდვის თხოვნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 22 აპრილს მიმართა.

შეგახსენებთ, სერგო ქობულაძის სახელოსნო დღეს მხატვრის შვილიშვილის, ელისაბედ ქობულაძის მფლობელობაშია, რომელმაც სახელოსნოს გასხვისების თაობაზე განცხადება უკვე გააკეთა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა