ადვოკატი ლევან ჯიბღაშვილისთვის წარდგენილი ბრალის ფორმულირებას არ აკონკრეტებს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ, ჯიბღაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლით წარედგინა. ადვოკატს არ განუმარტავს, აღნიშნული მუხლის კონკრეტულად რომელი ნაწილებით მოხდა ბრალის წარდგენა, თუმცა "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისინებს.

"ბრალის ფორმულირებას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ მოვახდენ, თუმცა მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ლევან ჯიბღაშვილი გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს და ხელს უწყობს გამოძიებას სიმართლის დადგენის თვალსაზრისით", - განაცხადა გიგუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო