„მარველის“ სუპერგმირების ოფიციალური კოლექცია საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი

3 მაისიდან, „მარველის“ სუპერგმირების ოფიციალური კოლექცია უკვე საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი. პირველი გმირი, რომლითაც „მარველის“ მოყვარულები საკუთარი კოლექციის შევსებას დაიწყებენ, „ადამიანი-ობობაა“.

გამომცემლობა „პალიტრა L“ - ის ინფორმაციით, „მარველ ინთერთეინმენტი“ „უოლტ დისნეის“ შვილობილი კომპანიაა. სწორედ მისი შექმნილია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პერსონაჟი სუპერგმირები. 75 წლის განმავლობაში მარველის პერსონაჟებზე შეიქმნა უამრავი ფილმი, სერიალი, კომპიუტერული თამაში, წიგნი თუ კომიქსი.

მათივე ცნობით, უკვე ერთი წელია, რაც გამომცემლობა „პალიტრა L” საქართველოში „მარველის“ პირველი ოფიციალური წარმომადგენელია და პროექტს ქართულ ენაზე ამზადებს.

„მარველის სუპერგმირებს მთელს მსოფლიოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ამ გმირებს აქვთ ის, რაც უამრავ ადამიანში განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, აღფრთოვანებასა და სიყვარულს იწვევს. ჩვენი მიზანია, საყვარელი სუპერგმირები ხელმისაწვდომი გავხადოთ ქართველი ფანებისათვის და მათ მრავალფეროვანი პროდუქცია შევთავაზოთ“, - ამბობს გამომცემლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, მარიამ აბდუშელიშვილი.

„ახალი პროექტი „მარველის“ ოფიციალური 12 სუპერგმირის საკოლექციო ფიგურის ისტორიასთან ერთად გამოცემას გულისხმობს. წიგნი-ჟურნალი მოიცავს საინტერესო ფაქტებსა და ძირითად ისტორიებს თითოეული სუპერგმირის შესახებ, ესენია: ადამიანი-ობობა; რკინის კაცი; თორი; კაპიტანი ამერიკა; დედპული; შავი პანტერა და სხვა.

საკოლექციო ფიგურა ისტორიასთან ერთად გამოვა 2 კვირაში ერთხელ. შესაძლებელია სუპერგმირების გამოწერაც.

დამატებითი ინფორმაციისთვისა და გამოწერისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://marvelgeorgia.ge/ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს