ივანე მაჭავარიანი - ამ ეტაპზე საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას

ამ ეტაპზე საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საკომიტეტო მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრი დარწმუნებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკი რეგულაციებს გადახედავს. მისი თქმით, რეგულაციების შედეგის გასაზომად საკმარისი დრო არ არის გასული.

"მჯერა, რომ თუ ეროვნული ბანკი საჭიროებას დაინახავს, გადახედავს კიდეც რეგულაციებს უბრალოდ აქ საუბარია იმაზე, საკმარისი ვადა გავიდა თუ არა. მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს გასული, რომ რეალურად გაზომვადი გახდეს, რა მოიტანა ამ რეგულაციებმა. ამ ეტაპზე მაჩვენებლები არ არის ცუდი. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბიზნეს სესხები იზრდება, ასევე არის სამომხმარებლო სესხების და იპოთეკის ზრდაც. მჯერა, რომ ასევე გაგრძელდება. თუ დავინახეთ, რომ არის შენელება, რომელიც გამოწვეულია რეგულაციებით, ყველა იპოვის ძალას, რომ გადახედოს რეგულაციებს. ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ დგას, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,"- განაცხადა მინისტრმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკის ზრდაზე ამ რეგულაციებს, მაჭავარიანმა უპასუხა, რომ აქ მთავარია არა კონკრეტული მაჩვენებელი, არამედ ის, მოკლევადიანად ვუდგებით საკითხს თუ გრძელვადიანად.

"აქ მთავარი არ არის, რამდენი იქნება ზრდა 0,8 თუ 0,6 პროცენტი. აქ არის ვადიანობაზე საუბარი, რომ ჩვენ მოკლევადიანად ვუდგებით საკითხებს, თუ გრძელვადიანად. ჩემი აზრით, გადაწყვეტილება მიღებული იყო სტაბილურ და გრძელვადიან პერსპექტივაზე. ამით უნდა ვიმსჯელოთ და არა იმით, რომ მოკლე ვადაში 0,6 არის ეფექტი თუ 0,8,"- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს