ფინანსთა მინისტრი - საგარეო ვალი მხოლოდ და მხოლოდ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯება

საგარეო ვალი მხოლოდ და მხოლოდ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს საკომიტეტო მოსმენის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს ვალი მშპ-ს 41%-ს შეადგენს და ამ მხრივ ქვეყანას პრობლემა არ აქვს.

„რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში ვიყავი. იქ მქონდა შეხვედრები, რომელიც ეხებოდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, ჩვენს ეკონომიკურ პროგრესს, პერსპექტივებს და ა.შ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტანდარტთან, მათი კლასიფიკაციით საქართველოს ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 41%-ს შეადგენს და ეს ითვლება დაბალრისკიან ვალად. შესაბამისად, აქ ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, თუმცა ის, რომ ამ ვალის 80% არის საგარეო ვალი და დენომინირებულია დოლარში ან ევროში, ამან შეიძლება ჩვენი რისკის მაჩვენებელი ოდნავ გაზარდოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალის მართვის სტრატეგიაში ნათლად არის ასახული ვალის ლარიზაცია, რაც ჩვენს მოწყვლადობას შეამცირებს. რაზე იხარჯება საგარეო ვალი, ყველამ კარგად იცის. საგარეო ვალი იხარჯება მხოლოდ და მხოლოდ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,"- განაცხადა მაჭავარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა