დუშეთის მუნიციპალიტეტი უკრაინულ ეთნოგამოფენას მასპინძლობს

დღეს, უკრაინის საელჩოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ქალთა საბჭოს ორგანიზებით, ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში გაიხსნა ეთნოგამოფენა ''უკრაინის ბავშვები, ტრადიციები და თანამედროვეობა.“

გავრცელებული ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობენ უკრაინის სამხედრო კონფლიქტების მონაწილე მეომართა შვილები, რომლებიც ფოტოებში ჩაცმულნი არიან უძველესი ეთნიკური სიმბოლიკის მატარებელ, ტრადიციულ უკრაინულ სამოსში და გამოხატავენ ქვეყნის მომავალს.

უკრაინის საელჩოს პირველი მდივნის, ტატიანა კოვპაკის თქმით, ეთნო-გამოფენას პაციფისტური მიზნები აქვს და მისი დევიზია: „არა ომს, ჩვენ მშვიდობა გვინდა!“.

საქველმოქმედო საზოგადოების ''ჩემი მამა იცავს უკრაინას'' ინიციატივით, აღნიშნული გამოფენა უკვე ჩატარდა ქალაქ ოდესასა და ლვოვში, ხოლო დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში მას დუშეთი უმასპინძლებს.

ამასთან, საღამო ქართული ეროვნული ცეკვებით გააფორმეს ანსამბლ „შადიანის“ მოცეკვავეებმა, რომელთაც პრეზენტაციის დასასრულს უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებისგან სიმბოლური სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ

გამოფენას ადგილობრივ საზოგადოებასთან და საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური და დუშეთის ლიეტუვურ - ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირმა ჯანგირაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა