წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავში მასშტაბური აქცია „აჩუქე წიგნი“ გაიმართა

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავში მასშტაბური აქცია ,,აჩუქე წიგნი’’ გაიმართა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში, რუსთავის მერმა რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მგზავრ სტუდენტებს და ქალაქის ქუჩებში გამვლელებს, საჩუქრად წიგნები გადასცა. ასევე, ირაკლი ტაბაღუა რამდენიმე სკოლას და საბავშვო ბაღსაც ეწვია, ბავშვებს წიგნის დღე მიულოცა და წიგნები უსახსოვრა.

რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" თანამშრომლებმა რამდენიმე ლოკაციაზე, წარწერით ,,აიღე და აჩუქე წიგნი’’ სტენდი განათავსეს და გამვლელები წიგნებით დაასაჩუქრეს.

აქციას სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი ბიზნესსექტორი - შპს ,,რუსთავის ავტობაზრობა’’, შპს ,,ჯეოფერომეტალი’’, სს ,,რუსთავოილი’’, სს ,,ერთობა’’ და შპს ,,ჯეოსთილიც’’ შეუერთდნენ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, თვითმმართველობის წევრებმა და მეწარმეებმა წიგნები ქალაქის სკოლებსა და საბავშვო ბაღებს გადასცეს. ღონისძიების ფარგლებში, თვითმმართველობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ჯამში 1000-მდე წიგნი დაარიგეს.

23 აპრილის წიგნის ჩუქების დღედ დაწესების ინიციატივა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის და წიგნის საერთაშორისო დღეს უკავშირდება. 23 აპრილი, მსოფლიო წიგნის და საავტორო უფლებების დაცვის დღედ კი, იუნესკოს გადაწყვეტილებით, 1996 წლიდან აღინიშნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა