ფინანსთა მინისტრი - საჯარო სექტორიდან მაღალკვალიფიციური კადრების გადინება ხდება

საჯარო სექტორიდან მაღალკვალიფიციური კადრების გადინება ხდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მაღალკვალიფიციური თანამშრომლები ხელფასის გამო კერძო სექტორში გადადიან. ჟურნალისტების კითხვაზე, მზად არის თუ არა ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს ხელფასი გაუზარდოს, მინისტრმა უპასუხა, რომ არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომ ეს ერთ დღეში განხორციელდეს.

„ჩვენ დღესდღეობით გვაქვს ერთი დიდი პრობლემა - მაღალკვალიფიციური კადრების გადინება საჯარო სექტორიდან კერძო სექტორში ხელფასის გამო. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომ მოვიზიდოთ საუკეთესო ტვინები.

ჩვენ გავაკეთებთ იმდენს, რამდენის საშუალებასაც მოგვცემს ჩვენი ფისკალური ჩარჩო. სამწუხაროდ, არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომ ერთ დღეში მოხდეს ეს,"- განაცხადა მაჭავარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა