როს უილსონი სასამართლო რეფორმაზე - ბოლოს მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილები ვართ

ბოლოს მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილები ვართ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა. ამერიკელი დიპლომატი წუხს, რომ კანონმდებლობაში არ მოხვდა იმ რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება, რომელიც ქართულ მხარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა მისცეს.

„ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას. ჩვენთვის ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, რადგანაც იგი უზრუნველყოფს მოსახლეობის ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ბოლოს მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილები ვართ, რადგან არ მოხდა ადეკვატურად და სრულად იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, ეუთომ და ვენეციის კომისიამ გასცა ამ მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხებს მომავალში მიექცევა ყურადღება. აუცილებელია პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, პარლამენტმა შეასრულოს თავისი კრიტიკული როლი ამ პროცესში და უზენაეს სასამართლოში მივიღოთ ის მოსამართლეები, ვისაც ექნება საჯარო და მაღალი ნდობა“, - განაცხადა როს უილსონმა.

იხილეთ ვიდეო: ბოლოს მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილები ვართ - როს უილსონი სასამართლო რეფორმაზე

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა