გოლანის მაღლობებზე ერთ-ერთ დასახლებას დონალდ ტრამპის სახელი დაერქმევა

გოლანის მაღლობებზე ერთ-ერთ დასახლებას დონალდ ტრამპის სახელი დაერქმევა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ- მინისტრმა ბენიამინ ნეთანუაჰუმ განაცხადა.

“პრეზიდენტი ტრამპის საპატივცემულოდ, რომელიც გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტს აღიარებს, ისრაელი გოლანის მაღლობებზე ერთ-ერთ დასახლებას დონალდ ტრამპის სახელს მიანიჭებს. აღნიშნულ საკითხს დასამტკიცებლად მთავრობას წარვუდგენ”,- განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს ამერიკის პრეზიდენტმა იფიციალურად აღიარა ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე და შესაბამის დეკლარაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თანდასწრებით მოაწერა ხელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა