ლევან ჯიბღაშვილი - დიდი მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის

დიდი მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის, ბოდიშს ვუხდი ოჯახს და საზოგადოებას. დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს, რომელმაც დრო დაუთმო ამ თემას და დიდი მადლობა თქვენ, - ამის შესახებ მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობსა და ბიზნესმენ, ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ მისი 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა,თუმცა, გირაოს ოდენობა არ დაუკონკრეტებია და განმარტა, რომ თანხის ოდენობა სასამართლოს განესაზღვრა.

დაკავებულს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მესამე ა ქვეპუნქტებით, რაც 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 4 ივნისს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

იხილეთ ვიდეო: ლევან ჯიბღაშვილი განსასჯელის სკამზე - მსახიობის სიტყვა სასამართლო პროცესზე და მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა