ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ტელევიზიას და გავაგრძელებთ დაკვირვებას, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს ულსონმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა.
„მე ვიცი ამ სიტუაციის შესახებ. ჩემი თანამშრომლები მაწვდიდნენ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, კონკრეტულ დეტალებზე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ტელევიზიამნიშვნელობას, ბევრ შეფასებაში ეს იქნა აღნიშნული, განსაკუთრებით ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის გაშუქებისას და ამ ტელევიზიას მართლაც აქვს ეს რეპუტაცია სანდოობის, იმედია, ეს შენარჩუნდება და ჩვენ გავაგრძელებთ პროცესის დაკვირვებას",- განაცხადა როს ულსონმა