პროკურორი განმარტავს, თუ რატომ მოითხოვა ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილისთვის გირაოს შეფარდება

პროკურორი ნანა ჯაყელი განმარტავს, თუ რატომ მოითხოვა ბრალდების მხარემ მსახიობ და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილისთვის გირაოს შეფარდება.

„ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, საპატიმრო უზრუნველყოფით. ეს გულისხმობს გირაოს სრულად შეტანამდე პატიმრობის გამოყენებას. ბრალდებულს ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვაში, ეს არის სხვა და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, რაც კანონმდებლობით დადგენილი ნუსხის მიხედვით, წარმოადგენს დანაშაულის შემადგენლობას და განსაზღვრულია ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ორ ნივთიერებაზეა საუბარი, რაც ბრალდების წარსადგენად ქმნის საკმარის საფუძველს. სხვა გარემოებებს რაც შეეხება, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან. ბრალდების მხარემ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, რომ არ არის ნასამართლევი და სხვა დანაშაულში მხილებული, მივიჩნიეთ მიზანშეწონილად გირაოს მოთხოვნა“, - განაცხადა პროკურორმა.

ლევან ჯიბღაშვილს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო