გედევან ფოფხაძე როს უილსონის განცხადებაზე - გასაგებია, რომ ის იტოვებს იმედს, რომ პარლამენტი არ იქნება მორჩილი და კრიტიკულ აზროვნებას გამოიჩენს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელის როს უილსონის განცხადება აბსოლუტურად ადეკვატურია - მისი პოზიცია არის სწორი და გასაგები, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

“არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს დამოკიდებულება თუნდაც არასამთავრობო სექტორიდან, ვენეციის კომისიიდან იყო მოტივირებული. ჩვენი მოტივაცია იყო უფრო მეტი შანსი უზენაეს სასამართლოში უკეთესი მოსამართლეებისთვის. ამას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ხედავს და ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს, რომელიც აბსოლუტურად ობიექტური მხარეა და ცდილობს, პროცესს გვერდიდან შეხედოს. გასაგებია, რომ ის იტოვებს იმედს, რომ პარლამენტი არ იქნება მორჩილი და კრიტიკულ აზროვნებას გამოიჩენს. ამ პროცესში არ შეიძლება ვინმეს განსხვავებული აზრი ჰქონდეს, ვისაც საქართველოს მომავალზე სტკივა გული. ორი მოსმენით მიღებული კანონით ჩვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცუდ კანდიდატებს ვიღებთ და უკეთესი ამ ცუდ კანდიდატებს შორის უნდა ავარჩიოთ, რაც შედეგს არ მოგვცემს. რეალურად მივიღებთ იმას, რომ უზენაესი სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფის ფილიალი იქნება და შეიქმნება ერთიანი შპს “ქართული მართლმსაჯულება“, მურუსიძე-ჩინჩალაძის 100%-იანი წილით“,- განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გედევან ფოფხაძემ.

ბოლოს მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილები ვართ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა. ამერიკელი დიპლომატი წუხს, რომ კანონმდებლობაში არ მოხდა იმ რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება, რომელიც ქართულ მხარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა მისცეს.

“ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას. ჩვენთვის ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, რადგანაც იგი უზრუნველყოფს მოსახლეობის ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ბოლოს მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილები ვართ, რადგან არ მოხდა ადეკვატურად და სრულად იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, ეუთომ და ვენეციის კომისიამ გასცა ამ მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხებს მომავალში მიექცევა ყურადღება. აუცილებელია პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, პარლამენტმა შეასრულოს თავისი კრიტიკული როლი ამ პროცესში და უზენაეს სასამართლოში მივიღოთ ის მოსამართლეები, ვისაც ექნება საჯარო და მაღალი ნდობა“, - განაცხადა როს უილსონმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს