ადვოკატი - ლევან ჯიბღაშვილი ეთანხმება წარდგენილ ბრალს

მიგვაჩნია, რომ გირაოს სახით 15 ათასი ლარის გამოყენება არ იქნებოდა მართლზომიერი, რადგან ლევან ჯიბღაშვილს ადმინისტრაციული ჯარიმაც არ აქვს დღემდე, ის აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან, არ უარყოფდა წარდგენილ ბრალს, ამიტომ არანაირი ფორმალური საფუძველიც კი, რომ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, მაგალითად, პატიმრობა გამოყენებულიყო, არ არსებობდა, - ამის შესახებ მსახიობისა და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ პროკურატურამაც თავის მხრივ გაითვალისწინა ეს, როდესაც პატიმრობის ნაცვლად მოითხოვა გირაო და სასამართლომაც შეამცირა გირაოს ოდენობა 10 ათას ლარამდე. ლევან ჯიბღაშვილი ეთანხმება წარდგენილ ბრალს, მან თავის სიტყვაშიც განაცხადა, რომ ბოდიშს უხდის ოჯახს და საზოგადოებას და თქვენ ჟურნალისტებს მადლობას გიხდით გამოჩენილი ყურადღებისთვის. მას არასოდეს არ უარყვია ის, რომ აღმოჩენილი ნივთები, მათ შორის ჩანთა, რომელშიც იყო ნარკოტიკული საშუალება, იყო იმ მანქანაში, რომელიც მას ეკუთვნოდა. ექსპერტიზის დასკვნაში წერია კონკრეტული მოცემულობა, რომელიც შეესაბამება დიდ ოდენობას. ყველა დანარჩენ საკითხზე ლევან ჯიბღაშვილი, როდესაც გადაიხდის გირაოს და გათავისუფლდება, თავად გააკეთებს კომენტარს. დღესვე გადაიხდის გირაოს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ლევან ჯიბღაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 10000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მესამე ა ქვეპუნქტებით, რაც 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული ყავის კომპანია „მეამა“-ს შენობა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სამეულშია
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს