„ბიბლუსი გალერეაში“ წიგნის ჩუქების დღისადმი მიძღვნილი შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

„ბიბლუსი გალერეაში“ წიგნის ჩუქების დღისადმი მიძღვნილი შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს კონკრეტულ წიგნებზე, რომლებიც მათ აჩუქეს. სტუმრებმა ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ რა გავლენა იქონია წიგნებმა მათ ცხოვრებაზე.

ღონისძიების სტუმრები იყვნენ ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მწერალი გიორგი კეკელიძე, ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე, ჟურნალისტი გოდერძი შარაშია და მწერალი სოსო მეშველიანი.

„ბიბლუსი“ იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია რომელმაც მხარი დაუჭირა გიორგი კეკელიძის ინიციატივას რადგან ჩვენი მთავარი ამოცანა არის წიგნის და წიგნიერების პოპულარიზაცია. დღევანდელი ღონისძიება სწორედ ამ თემას დაეთმო. მოწვეული გვყავდა სტუმრები, რომლებმაც ისაუბრეს თავიანთ პირად გამოცდილებაზე და წიგნებზე, რომლებმაც მათ ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა“, - აღნიშნა „ბიბლუსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ნინო ჯაფარიძემ.

„„ეს იყო ერთგვარი შეჯამება ამ დღის, რომელიც ძალიან აქტიური აღმოჩნდა, ეს ღონისძიება ემსახურებოდა იმაზე საუბარს, თუ რატომ უნდა ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები და რატომ არის მნიშვნელოვანი წიგნი და წიგნიერება. განსხვავებული პროფესიის ადამიანები ვიყავით წარმოდგენილი ღონისძიებაზე, რომლებსაც წიგნის სიყვარული გვაერთიანებდა“, - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

23 აპრილის წიგნის ჩუქების დღედ დაწესების ინიციატივა გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის და წიგნის საერთაშორისო დღეს უკავშირდება. 23 აპრილი - მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღედ კი, იუნესკო-ს გადაწყვეტილებით, 1996 წლიდან აღინიშნება.

იხილეთ ვიდეო: "ბიბლუსი გალერეაში" წიგნის ჩუქების დღისადმი მიძღვნილი შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს