ირაკლი აბუსერიძემ “აჩუქე წიგნის“ აქციის ფარგლებში 90-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს წიგნები გადასცა

ფრაქცია “ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა ირაკლი აბუსერიძემ “აჩუქე წიგნის“ აქციის ფარგლებში, 90-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს წიგნები გადასცა.

“ძალიან კარგია, რომ ეს ტრადიცია დამკვიდრდა. განვითარებული და ჯანსაღი თაობა ჩვენი მომავლის საწინდარია. განათლებული და წიგნიერი ახალგაზრდობა ქვეყნის წინსვლის გარანტიაა. მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერულ ეპოქაში ვცხოვრობთ, უნდა ვეცადოთ, წიგნმა არ დაკარგოს მნიშვნელობა. ბავშვებს უფრო მეტად უნდა შევაყვაროთ კითხვა და დავაახლოვოთ წიგნთან. მოგიწოდებთ ყველას, ხელი შეუწყოთ ცოდნის გავრცელებას და ჩაერთოთ ამ კამპანიაში,“ - განაცხადა დეპუტატმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს