ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლის საკითხი განიხილა

ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლის საკითხი განიხილა.

“ვფიქრობთ, ძალიან მალე მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საქართველოში შემოყვანის თაობაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ჟენის კასიმბეკთან შეხვედრის შემდეგ.

მინისტრის ინფორმაციით, ყაზახურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია “ფლაიასტანა“-ს სურვილი აქვს, შემოვიდეს ქართულ ბაზარზე. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომლის განხილვაც ყაზახეთის მხარესთან დაიწყო.

“ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის განხილვაც დავიწყეთ და ალბათ მალე მივალთ პოზიტიურ გადაწყვეტილებამდე, არის ფრენების დივერსიფიკაცია. ჩვენც ასევე დაინტერესებულები ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ასეთი ტიპის ფრენებს ემსახურება, უფრო მეტად დავტვირთოთ. ვფიქრობთ, რომ მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება ყაზახური ავიაკომპანიის საქართველოში შემოყვანის თაობაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს