გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯიას“  აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო 24 აპრილს, 11:52-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენეტებს მუხათწყაროს, ლისის, ნაფეტვრების ტერიტორიაზე.

13:30-დან 14:30 საათამდე ელეტრომომარაგება შეეზღუდებათ ქ. მცხეთაში ნარეკვავის, გურამიშვილის, გოგებაშვილის, კახეთის, სამხედროს და მიმდებარე ქუჩებს.

11:30-დან 12:30 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ მომხმარებლებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიონი, არშა, ვარდისუბანი, ფანშეტი, ოქროყანა და მიმდებარე სოფლებს, ხოლო 12:30-დან 14:00 საათამდე - სნოს, ახალციხეს, ჯუთას, გარბანს და მიმდებარე სოფლებს.

11:00-დან 15:00 საათამდე ელექტონერგია შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს წითელსოფელი, ლაშარის ჯვარი, ბულაჩაური, აბანოსხევი და მიმდებარე სოფლებს, 11:45-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთში რუსთაველის, დუშეთის ფარნავაზის, იოსელიანის, ალ. ბექაურის და მიდმდებარე ქუჩებზე, სოფელ კობიაანში, ხოლო 12:30-დან 18:00 საათამდე - სოფლებში ლუთხუბი, მაქართა, ბაკურხევი, საჩალისჭალა, უკანამხარი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების სოფლებს, მათ შორის სოფლებს სიონი, ჟებოტა, ტუშურები, თოლენჯი, ხევსურთსოფელი და მიმდებარე სოფლებს და დაბა თიანეთს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა