ანონსი 24 აპრილი

24 აპრილს, 10:00 საათზე, ,,ძალა ერთობაშია“-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ქალთა უფლებებსა და საჭიროებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

მის:ჭავჭავაძის 29

საკონტაქტო: 591051601, 551662525

24 აპრილს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში“ „დაზარალებულ მენაშენეთა გაერთიანების" წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: დაუსრულებელი მშენებლობები და დაზარალებული მენაშენეების მწვავე მდგომარეობა. დაზარალებულ მენაშენეთა უფლებების დაცვა.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო: 593 53 45 24

24 აპრილს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი გრიგოლ გეგელია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საგანგებო მოწოდება-ინიციატივა პარლამენტს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ბავშვებში შიმშილის პრობლემის დაძლევასთან დაკავშირებით.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო: 598 52 22 47; 593 53 45 24

24 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის პროცესი გაიმართება.

24 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო კომპლექს King David - ში გაიმართება სიტყვის თავისუფლებისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელიც ხორციელდება IDFI-ს, ნაუმანის ფონდისა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ორგანიზებით.

კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები: გიორგი კლდიაშვილი, სულხან სალაძე, ნატა ძველიშვილი, თამარ კინწურაშვილი, მერაბ მეტრეველი, ნინო ზაუტაშილი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ზურა ვარდიაშვილი.

მის: მერაბ ალექსიძის 12, XVII სართული

საკონტაქტო : თამარ გეგენავა 555 54 87 71

24 აპრილს, 11:00 საათზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ფოჩხიძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: სანქციები, რომელიც „ჭიაკოკონობას“ ნებისმიერი ტიპის ნარჩენის დაწვისთვის დაეკისრებათ - გაფრთხილება მოსახლეობას.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

24 აპრილს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნება. ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, ევროპის აკადემიის პრეზიდენტი სირდ ქლოეთინგი, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის დირექტორი დავით ფრანგიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, მუზეუმი

24 აპრილს, 11:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

24 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ჟ.შარტავას ქ.N7

საკონტაქტო: 32 2 37 85 88

24 აპრილს, 11:00 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში, დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი, ლევან მახარაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება.

24 აპრილს, 11:30 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

24 აპრილს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექიმი-ტოქსიკოლოგის, ინგა ღვინერიას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, დავით ჯორბენაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ტყვია ბავშვების სისხლში - აჩვენებს, თუ არა კვლევის შედეგები საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემას? რას იწვევს ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობა და როგორია ამ დროს მკურნალობა. რა ნაბიჯი უნდა გადადგას სახელმწიფომ? მიმართვა მერიას და ინიციატივა მუნიციპალური პროგრამის დაწყების შესახებ.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო: 593 53 45 24

24 აპრილს, 11:30 საათზე, „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუა „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: საკეისრო კვეთის აკრძალვით მიღებული კატასტროფული შედეგები - ჩვილთა და დედათა მომატებული სიკვდილიანობა, სტატისტიკა და რა შედეგი მოგვცა აკრძალვამ.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

24 აპრილს, 12:00 საათზე, „თავისუფალი საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატის, გიორგი ანდრიაძის წარდგენა გაიმართება.

მის: მოსაშვილის 11

24 აპრილს, 12:00 საათზე, „თავისუფალი საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატის გიორგი ანდრიაძის წარდგენა გაიმართება.

მის: მოსაშვილის 11

24 აპრილს, 12:00 საათზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, მშენებელ კომპანიასთან და გერმანელ ექსპერტთან ერთად წყნეთი - ბეთანიის დასრულებულ გზას დაათვალიერებენ.

საკონტაქტო: ილონა ხვიჩია - 591705481

24 აპრილს, 12:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" დამოუკიდებელი დეპუტატები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრას გამართავენ.

მის: თელავის ქ #20

საკონტაქტო: ნია ქირია 577427283

24 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (ჩ კორპუსი, IV სართული)

24 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

24 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

24 აპრილს 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მოსამართლე მაია გიგაურის ხელმძღვანელობით, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლობით, დისკრიმინაციის საფუძველზე, „VTB ბანკ ჯორჯიას” ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების ყოფილი მენეჯერის საქმის განხილვას განაახლებს.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი 12-კმ N6, დარბაზი #58

საკონტაქტო: 599 291202

24 აპრილს, 13:30 საათზე, „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში კომპანია "ფერის" გენერალური დირექტორი ლაშა იორდანიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: პანკისში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა.

24 აპრილს, 14:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

24 აპრილს, 15:00 საათზე, ზაზა სვანაძის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანენ სააპელაციო საჩივარს. აგრეთვე 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება აქცია.

საკონტაქტო პირი: ალექსანდრე კობაიძე - +995 598 549 484

ლაშა შუკაკიძე - 557959989

24 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის საკრებულოს, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ-საქართველოსა და ათასწლეულის ფონდ საქართველოს (MCA-Georgia) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და განათლებისა და კულტურის კომისია საქართველოში მოქმედ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრას გამართავს, რომელზეც დედაქალაქის განათლებისა და კულტურის პოლიტიკაზე იმსჯელებენ.

მის: თავისუფლების მოედანი #2

24 აპრილს, 16:00 საათზე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფი - “სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუსმენს

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

24 აპრილს 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია თემაზე - „სამართალი ლიტერატურაში.“

მის: გუდიაშვილის ქ.7

საკონტაქტო: 2 98 78 78, 558132241

24 აპრილს, 18:45 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი სერბეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს ივიცა დაჩიჩს შეხვდება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

24 აპრილს, 19:00 საათზე, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, ნაძალადევის რაიონის N17 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი სოფო კილაძე ბავშვთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენას უმასპინძლებს.

მის: სამღერეთის ქ.#5

24 აპრილს, 19:00 საათზე, ახალ სახელოვნებო სივრცეში - „ბარნოვის ხელოვნების სახლში“, გურამ წიბახაშვილის გამოფენა - „ზამთარი გადატანილია“ და ფოტოგრაფის ამავე სახელწოდების წიგნის პრეზენტაციით გაიხსნება.

მის: რუსთაველის N18; მესამე სართული, „ბარნოვის ხელოვნების სახლი“.

24 აპრილს, 19:00 საათზე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრების ყოველწლიური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიება „ბავშვები ბავშვებისთვის“ საქართველოს პარლამენტის წევრის სოფო კილაძის ინიციატივით წელს მესამედ იმართება. შემოსული თანხა გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

მის.: „გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი“

(ნაძალადევის რაიონი სამღერეთის N5.)

საკონტაქტო: მირანდა ცხადაძე 555 31 54 30, თამარ თაბუკაშვილი 599 74 10 22

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა