ანრი ოხანაშვილი - როს უილსონის განცხადების გზავნილია, რომ აშშ მხარს უჭერს სასამართლოს სისტემის გაძლიერებას და ჩვენ ამ მიზანში ვართ ერთიანი

ჩვენ და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატები, ვართ ერთიანი სასამართლო სისტემის გაძლირებისა და უზენაეს სასამართლოში მაღალი კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმით გამორჩეული მოსამართლეების არჩევის მიზანში, - ამ განცხადებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელის როს უილსონის განცხადებას გამოეხმაურა.

“ჩვენი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების საერთო მიზანია სასამართლო სისტემის გაძლიერება. როს უილსონის განცხადების გზავნილია, რომ აშშ მხარს უჭერს სასამართლოს სისტემის გაძლიერებას და ჩვენ ამ მიზანში ვართ ერთიანი. კი ბატონო, არის საკითხი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებული რეკომენდაციის გათვალისწინებას ეხება, თუმცა ჩვენი არგუმენტია, რომ კენჭისყრის ფარულობა არის მტკიცე გარანტია იმისა, რომ საბჭოს კონკრეტული წევრი გადაწყვეტილებების მიღების დროს უფრო დაცულად იგრძნობს თავს. თავის მხრივ, ეს ასევე ეფუძნება ვენეციის კომისიის 2013 წლის რეკომენდაციას, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ფარულობის პრინციპის შემოტანა პროგრესულ ნაბიჯად შეაფასა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ანრი ოხანაშვილმა.

ბოლოს მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილები ვართ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა. ამერიკელი დიპლომატი წუხს, რომ კანონმდებლობაში არ მოხდა იმ რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება, რომელიც ქართულ მხარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა მისცეს.

“ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას. ჩვენთვის ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, რადგანაც იგი უზრუნველყოფს მოსახლეობის ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ბოლოს მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილები ვართ, რადგან არ მოხდა ადეკვატურად და სრულად იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, ეუთომ და ვენეციის კომისიამ გასცა ამ მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხებს მომავალში მიექცევა ყურადღება. აუცილებელია პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, პარლამენტმა შეასრულოს თავისი კრიტიკული როლი ამ პროცესში და უზენაეს სასამართლოში მივიღოთ ის მოსამართლეები, ვისაც ექნება საჯარო და მაღალი ნდობა“, - განაცხადა როს უილსონმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა