ხელვაჩაურის პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ხელვაჩაურში პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქეები სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. მოქალაქეები სამმართველოს შენობასთან აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ დღეს ხელვაჩაურში ოთხი პირი ისე დააკავეს, რომ ბრალდება არ წარუდგინეს.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ზაზა პაპიძე აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

"დაახლოებით ორი საათის განმავლობაში, დაკავებულთან შეხვედრის უფლება არ მომცეს. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, შესაბამისმა ორგანოებმა დაიწყონ გამოძიება, რადგან ადვოკატებს ხელი გვეშლება",- განაცხადა ზაზა პაპიძემ.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ორი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, მათ ხულიგნობა ედებათ ბრალად. უწყების განმარტებით, დანარჩენი ორი პირი კი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებითაა დაკავებული.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს პირები სამართალდამცავებმა მანამდე ოთხჯერ დააკავეს და ოთხჯერვე სასამართლოში გამართლდნენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სამართალდამცავები მათ ავიწროებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს