ლევან ჯიბღაშვილი - ყველაფერი ვაღიარე

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მე ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ მისარგებლია პირადი ურთიერთობებით, - ამის შესახებ მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა განაცხადა.

„ამას ადასტურებს ძალიან ბევრი ფაქტი ჩემს ცხოვრებაში და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არც ვისარგებლებდი და არც მისარგებლია და ფაქტიც სახეზეა, საიდანაც მე გამოვდივარ. რაც შეეხებ ჩემს მანქანაში არსებულ ნივთიერებებს, მე ეს ყველაფერი დავადასტურე, მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ და რა თქმა უნდა, ყველაფერი ვაღიარე, მე მეკუთვნის ეს, ყველაფერი ჩემია და სხვა ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გავაჟღერებ. ჩვეულებრივად მოძრაობისას გამაჩერა საპატრულო პოლიციამ და მანქანის დათვალიერებისას აღმოაჩინეს ეს. არაფრის ზემოქმედების ქვეშ არ ვიყავი, ეს დაადასტურა გამოკვლევამაც“, - განაცხადა ჯიბღაშვილმა.

მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა 10 ათასლარიანია გირაოს გადახდის შემდეგ გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.

მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მესამე ა ქვეპუნქტებით, რაც 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის 15 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაო განუსაზღვრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო