დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი პარლამენტს მიმართავს და საპროტესტო აქციას აანონსებს

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი პარლამენტს მიმართავს და საპროტესტო აქციას აანონსებს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნინო გვენეტაძის თანაშემწემ აცნობა.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი, რომელიც არ ითვალისწინებს საერთაშორისო საზოგადოების და სამოქალაქო სექტორის უმთავრეს რეკომენდაციებს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს თავისულებას ფარული კენჭისყრით, დასაბუთების გარეშე, საკუთარი შეხედულებით დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი ამავდროულად მოუწოდებს პარლამენტს მიიღოს რეზოლუცია სასამართლოში კლანური მმართველობის თაობაზე და დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო მექანიზმებზე სასამართლოს მართვიდან კლანის ჩამოცილების მიზნით.

„სასამართლოს დამოუკიდებლობა თითოეული ჩვენგანის თავისუფლების გარანტიაა. სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა ვერ მოხერხდა. სასამართლოს სისტემას იგივე ჯგუფი მართავს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იღებდა და ასრულებდა დაკვეთებს, პოლიტიკურ მორჩილებაში ამყოფებდა სასამართლოს. სასამართლოში კლანური მმართველობის უვადო დაკანონება საფრთხეს უქმნის თითოეული მოქალაქის უფლებას დამოუკიდებელ და სამართლიან სასამართლოზე, ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას და აზრს უკარგავს იურისტების პროფესიას.

შესაბამისად მოვუწოდებთ საზოგადოებას, შემოგვიერთდეს 2019 წლის 25 აპრილს, 13.00 საათზე დაგეგმილ აქციაზე, რომელიც გაიმართება პარლამენტის უკან“, - აღნიშნულია დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიმართვის ავტორებს შორის არიან: კახა წიქარიშვილი, კახა კოჟორიძე, ანა ნაცვლიშვილი, მაია ბაქრაძე, ბესიკ სისვაძე, ლია მუხაშავრია, უჩა ნანუაშვილი, თამარ ლალიაშვილი, ირაკლი კორძახია, დიმიტრი ხაჩიძე, ხათუნა გრიგალაშვილი, ირაკლი გაბრიჩიძე, დავით მჟავანაძე, სანდრო ზამბახიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს