კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა. გამთენიისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯავშანმატარებელმა ჩინეთი-რუსეთის საზღვარი გადაკვეთა. პირველი გაჩერება კიმ ჩენ ინმა ხასანის სარკინიგზო სადგურზე გააკეთა, სადაც მას პრიმორიეს მხარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კოჟიმიაკო საზეიმოდ დახვდა.

კიმ ჩენ ინის მარშრუტის საბოლოო დანიშნულება ვლადივოსტოკია.

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა. ეს კიმ ჩენ ინის რუსეთში პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გახდა. ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება.

იხილეთ ვიდეო: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთში გაემგზავრა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს