გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

„თელასის“ ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიცკევიჩის, გამრეკელის და კუტუზოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ნოზაძის, ალეკო გობრონიძის, შენგელაიას, მამკოდის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაინის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წმინდა ბარბარეს უბნის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ქვემო მეტალურგიის დასახლების, ქვემო მელითონეთა დასახლების, აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი ყარაჯაღის, ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), ნაკადულის, ოცხელის, ქუთათელაძის, მელიას, ქინძმარაულის, გოგუაძის, რევაზ კვირიკაშვილის, თამარის, შანავას და წმინდა ბარბარეს ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რევაზ ჯაფარიძის, ზემო ვაკის, გალის, რჩეულიშვილის, კეკელიძის, შატბერაშვილის და ნინო ჟვანიას ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მცხეთის, ბაზალეთის, ატენის, ქობულეთის, ფალიაშვილის, მირცხულავას, შროშის და აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტალის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აბასთუმნის, ნინოშვილის, სამღერეთის, ჩუბინაშვილის, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის, სადგურის, თევდორე მღვდლის, კონსტიტუციის, ფოცხვერაშვილის და გოგოლის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო