სერგო მეთოფიშვილი - მინდა ვუთხრა კოლექტიურ დოლიძეებს, ჯანეზაშვილებს, სალაძეებს, კაპიტან გიგაურს და სხვა პოლიტიკოსებს, ვინც სიბინძურეებს გეგმავს და ახორციელებს - არ გამოგივათ!

პოლიტიზირებული კოლექტიური დოლიძეები, ჯანეზაშვილები, სალაძეები და ა.შ. სრულ აგონიაში და ისტერიკაში არიან, მათი უზნეობა პიკს აღწევს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

სერგო მეთოფიშვილის განმარტებით, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სასამართლო სისტემისადმი შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, რაც მიუღებელია.

„დოლიძემ საერთოდ სახე დაკარგა! გუშინ დოლიძე იმ შეხვედრაზე იყო, რომლის თაობაზე წინა პოსტი დავწერე და ბორჯომიდან განაცხადა, რომ „ფაქტობრივად, იუსტიციის სკოლა აწარმოებს ჯარისკაცებს კლანის შემადგენლობისთვის”. წარმოიდგინეთ, რამდენს ბედავს! ეს ხომ სასამართლო სისტემის ამაზრზენი და ბინძური შეურაცხყოფაა! იუსტიციის უმაღლესი სკოლის და მისი დამოუკიდებელი საბჭოს (ბორდის) შეურაცხყოფაა! განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდა მოსამართლეების შეურაცხყოფაა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დაინიშნენ. აქედან უმეტესობას არც კი ვიცნობდი დანიშვნამდე.

როგორ ფიქრობთ, დოლიძე, რომელიც ბედავს და ახლად დანიშნულ ნიჭიერ, კეთილსინდისიერ და მიუკერძოებელ ახალგაზრდა მოსამართლეებსაც კი ასე დაუსაბუთებლად, უსაფუძვლოდ და თავხედურად ესვრის ტალახს, რამეს სასიკეთოს გააკეთებს სასამართლო სისტემისათვის? ფაქტიურად ეს არის მტერი მთელი სასამართლო სისტემის!

რამდენი ხანია არის საბჭოს წევრი და არაფერი არ გაუკეთებია ლანძღვის გარდა. რისთვის იღებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ტოლფას ხელფასს? დამეთანხმეთ, რომ ის სიბინძურე რასაც დოლიძე აკეთებს ძალიან შორს არის ჯანსაღი კრიტიკისაგან!

არაფერს აღარ ერიდებიან. სიცრუე, მოსამართლეების შეურაცხყოფა და დაშინება, ძალადობისკენ მოწოდება, ბინძური ჭორების შეგროვება და გავრცელება, ფეიკ-კვლევების შექმნა და ყალბი ინფორმაციის ტირაჟირება, ბინძური და უზნეო ვიდეო რგოლების შექმნა და გავრცელება და ა.შ. ... ეს არის კაპიტანი გიგაურის, კოლექტიური ჯანეზაშვილების, დოლიძეების, სალაძეების და მათნაირი პოლიტიკოსების სასამართლოზე თავდასხმის მეთოდები და ტაქტიკა. მე ვფიქრობ, ეს ერთი მხრივ, გახდა ძალიან სამარცხვინო, თუმცა მეორე მხრივ, შეიძლება კარგიც იყოს, ვინაიდან ამ ფარისევლებმა ჩვენ საზოგადოებას ბოლომდე აჩვენეს თავისი რეალური სახეები და ის თუ როგორი სახიფათო და საშინლად ბინძური თავდასხმის მეთოდები გააჩნიათ.

ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ესენი ცდილობენ შექმნან საზოგადოებაში არაჯანსაღი, მტრული დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ. თუმცა, ავიწყდებათ, რომ მათ არ გააჩნიათ საზოგადოებაში არანაირი ნდობა და საზოგადოებას არ სჯერა მათი. ესენი არიან ცრუ, მატყუარა ხალხი. ყველაზე სახიფათო და საშიშია, რომ მატყუარა ადამიანები არ იცვლებიან, იცვლება მხოლოდ ნიღბები მათ სახეებზე!

და ბოლოს, მინდა მივმართო ჩემ კოლეგებს, ახლად დანიშნულ ახალგაზრდა მოსამართლეებს და საზოგადოებას: ვამაყობ, რომ ასეთი ნიჭიერი, კეთილსინდისიერი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური მოსამართლეები გვყავს! ამ მოსამართლეებს უდიდესი წვლილი შეაქვთ სასამართლო სისტემის სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებაში. ამასთან, დარწმუნებით შემიძლია უთხრა კოლექტიურ დოლიძეებს, ჯანეზაშვილებს, სალაძეებს, კაპიტან გიგაურს და სხვა პოლიტიკოსებს ვინც ამ ვერაგობას და სიბინძურეებს გეგმავს და ახორციელებს - არ გამოგივათ. იცოდეთ, თქვენი ბინძური თავდასხმების შედეგად ჯანსაღი, კეთილსინდისიერი, მიუკერძოებული, არაკორუმპირებული და კომპეტენტური სასამართლო სისტემა უფრო ერთიანი, უფრო ძლიერი და უფრო დამოუკიდებელი ხდება“, - წერს სერგო მეთოფიშვილი.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს