ადვოკატი - გეგა გეგეშიძემ თავი დაიცვა და ზურაბ დათუნაშვილს ხელი მოუქნია, თუმცა მას არ მოხვედრია

გეგა გეგეშიძემ თავი დაიცვა და ზურაბ დათუნაშვილს ხელი მოუქნია, - ამის შესახებ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ადვოკატმა საკუთარ შესავალ სიტყვაში განმარტა, გეგა გეგეშიძეს დათუნაშვილისთვის თავში არ ჩაურტყამს. ადვოკატის თქმითვე, საქმეში ურთიერთსაპირისპირო ჩვენებებია.

„გეგეშიძე არეულობისკენ წავიდა, რა დროსაც ის დათუნაშვილმა შემოატრიალა. გეგეშიძემ ხელი მოუქნია, მაგრამ მას არ მოხვედრია, თავში არ ჩაურტყამს. ხელის მოქნევის შემდეგ, დაახლოებით წუთნახევარი ვიდეო გრძელდებოდა და იქ, დათუნაშვილს სისხლი არ მოსდიოდა", -განაცხადა ადვოკატმა.

მისივე განმარტებით, გეგეშიძეს შურისძიების მოტივი, რომ ჰქონოდა, ის ამისთვის სპორტის სასახლეს არ გამოიყენებდა. ადვოკატის თქმით, ინციდენტი დათუნაშვილის მხრიდან იყო ინიცირებული.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გეგა გეგეშიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი მომდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა