კახა კალაძე გასულ წელს მისი მოადგილეების ხელფასების მატებაზე - ეს არის ძალიან დიდი ტყუილი

ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და არ შეეფერება სიმართლეს. ამაზე მაქვს განმარტებები გაკეთებული და რადგან კიდევ წამოიწია ამ თემამ, მოგიყვებით იმ სამართლებრივ გარემოებებზე, რომლის საფუძველზეც ამ ტყუილს ქმნიან, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერი კახა კალაძე, გასულ წელს მისი მოადგილეების ხელფასის 113-% და 119%-იანი მატების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

კახა კალაძე სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის საფუძველზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს და აცხადებს, რომ ვალდებულად თვლის თავს საკითხზე განმარტება გააკეთოს.

„ვალდებული ვარ მოსახლეობას ავუხსნა, გავაკეთო განმარტებები, ამას პოლიტიკოსებისთვის არ ვაკეთებ, ამას ვაკეთებ მოსახლეობისთვის, რომ ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია. 2017 წელს განხორციელდა საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც გასული წლის პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში და ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი. ანუ ადამიანებს ჰქონდათ ხელფასი, თანამდებობრივი სარგო, პლუს, იღებდნენ პრემია-დანამატებს. ეს მავნე პრაქტიკა იყო წლების განმავლობაში და როდესაც კანონი შევიდა ძალაში, ყველაფერი დაარეგულირა. თანამდებობრივი სარგო და დანამატი გაერთიანდა და ამას ხელფასი დაერქვა, პარალელურად აიკრძალა პრემიების გაცემა, ანუ ვერც ერთი ჩემი მოადგილე დღეს პრემია-დანამატს ვერ იღებს,“- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შარშან თბილისის მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება 113.6%-ით, ხოლო მერის მოადგილის 119.6%-ით გაიზარდა.

ამასთან, როგორც სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული, გასულ წელს ამოქმედებული „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის ჩანაწერმა მუნიციპალიტეტებს, რომელთა თანამდებობის პირები 2017 წელს იღებდნენ დიდი ოდენობის პრემიებს, საშუალება მისცა, 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაეზარდათ თანამდებობის პირების ხელფასები.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს