სოფიო ხუნწარია - 36 ბიბლიოთეკა მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებს შეუერთდება, 320-ვე ბიბლიოთეკარი სურვილის შემთხვევაში, სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს

თბილისის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განცხადებით, ყველა ბიბლიოთეკარს, მათი სურვილის შემთხვევაში, სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდებათ, ხოლო მომდევნო წლიდან ხელფასიც გაეზრდებათ. როგორც ხუნწარიამ ჟუნალისტებს განუცხადა, შეთანხმება ყველა ბიბლიოთეკარს დარიგებული აქვს.

„36 ბიბლიოთეკა შეუერთდება მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებს, რომელიც არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. რაც შეეხება ბიბლიოთეკარების დასაქმებას, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 320- ვე ბიბლიოთეკარი სურვილის შემთხვევაში აუცილებლად შეინარჩუნებს საკუთარ სამუშაო ადგილს. შეთანხმება ყველა ბიბლიოთეკარს ჰქონდა დარიგებული. კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების დირექტორთან ერთად შეხვდა ბიბლიოთეკარებს და ეს შეთანხმება გააცნეს, რომ მათ ჰქონოდათ გარანტია და ისინი აუცილებლად გააგრძელებდნენ მუშაობას თბილისის მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებში", - განაცხადა ხუნწარიამ.

რაც შეეხება პრეზიდენტის ბრძანებულებას, რომელიც მთავარი ბიბლიოთეკის დაფუძნებას გულისხმობს, ხუნწარიამ განმარტა, რომ 2007 წლის 3 ივლისის 131 დადგენილებით, ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს ლეგიტიმური უფლება დაიწყოს ბიბლიოთეკების ლიკვიდაციის პროცესი.

გარდა ამისა, მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკარებს შეუნარჩუნდებათ ხელფასი და პირიქით, მერია ფიქრობს და მსჯელობს იმაზე, რომ თუ როგორ შეიძლება მათ ხელფასი მცირედით მაინც გაუმჯობესდეს მომავალი წლიდან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო