"ბასიანსა" და "გალერიში" სპეცოპერაციისას დაკავებული ქეთი მურუსიძის დედა, ლევან ჯიბღაშვილის გირაოთი გათავისუფლების გამო, პროკურატურას და სასამართლოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს

კლუბებში - "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ქეთი მურუსიძის დედა, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული მსახიობის, ლევან ჯიბღაშვილის გათავისუფლების გამო, პროკურატურასა და სასამართლოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს.

როგორც ქეთი მურუსიძის დედამ, თეონა ტყაბლაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მაშინ, როცა „ლევან ჯიბღაშვილი 10 000-ლარიანი გირაოთი ტონა ნარკოტიკზე გარეთ გამოუშვეს, მის 22 წლის გოგოს "ფრუკოსზე" არ უნდა წირავდნენ“.

"22 წლის გოგო ერთი წელია ციხეში ზის. ძალიან მინდა სამართალი არსებობდეს.

ყველაფერს ალბათ, გამოძიება დაადგენს, მაგრამ ლევან ჯიბღაშვილი, რომელიც დაკავებული ყვიროდა, გენერალურ პროკურორს დაურეკე, კალაძეს დაურეკეთო, უამრავი ნარკოტიკით დაიჭირეს და მას 10 000-ლარიანი გირაოთი გარეთ უშვებენ. ახალგაზრდა, 22 წლის გოგოს, რომელიც ორმა აგენტმა დაამუშავა, 43 წლის კაცები მიუგზავნეს პროკურატურიდან, ტვინი აურიეს და 8 წელი მიუსაჯეს. ვიმეორებ, ჩემს შვილს ორ თუ სამ "ფრუკოსზე" 8 წელი მისცეს. ძალიამ მწყდება გული", - განაცხადა ტყაბლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქეთი მურუსიძე კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. მას სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რაც შეეხება მსახიობს ლევან ჯიბღაშვილს, რომელსაც გამოძიება ასევე ნარკოდანაშაულს ედავება, ის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო