ეკა ბესელია ჯიბღაშვილის საქმეზე - ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობის დაფარვა წარმოუდგენელია, რაოდენობის გარეშე კვალიფიკაციას ვერ განსაზღვრავ

ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობის დაფარვა უბრალოდ წარმოუდგენელია,- ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. ამით ბესელია გამოეხმაურა აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც არ არის მითითებული, რა რაოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას ფლობდა ლევან ჯიბღაშვილი. ბესელიას თქმით, ადგილი აქვს არათანაბარ დამოკიდებულებასა და მოპყრობას იმის მიხედვით, ვის ეხება საქმე.

„ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობა კვალიფიკაციის განმსაზღვრელია. რაოდენობის გარეშე კვალიფიკაციას ვერ განსაზღვრავ: ეს არის მცირე, დიდი თუ განსაკუთრებით დიდი ოდენობა. ეს განსაზღვრავს შესაბამისად სასჯელსაც. ამის დაფარვა უბრალოდ წარმოუდგენელია. ბრალის დოკუმენტშიც უნდა ეწეროს, რადგან ეს არის ერთ-ერთი მთავარი მაკვალიფიცირებელი გარემოება. ამის დაფარვა უბრალოდ წარმოუდგენელია. არათანაბარი დამოკიდებულება და მოპყრობაა იმის მიხედვით, ვის ეხება საქმე. როდესაც ვსაუბრობთ სამართლიანობის და კანონიერების პრინციპზე, თანაბარი მოპყრობით უნდა ისარგებლოს ყველა პირმა, სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება ბადებს უსამართლობის განცდას", - განაცხადა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა