ხათუნა გოგორიშვილი - ფაქტია, ლევან ჯიბღაშვილს ჰყავს მფარველი - ეს არის შერჩევითი სამართლის ტიპური მაგალითი

ფაქტია, ლევან ჯიბღაშვილს ჰყავს მფარველი - ეს არის შერჩევითი სამართლის ტიპური მაგალითი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამით დეპუტატი გამოეხმაურა მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის გირაოთი გათავისუფლებას. გოგორიშვილის თქმით, არც ერთ სხვა შემთხვევაში, როდესაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ეხება საქმე, პატიმრობის გამოყენების გარეშე სასამართლო პროცესს არ ჩაუვლია.

„ეს არის შერჩევითი სამართლის ტიპური მაგალითი, რომელიც ახასიათებს „ქართულ ოცნებას". აქ უკვე აღარ არის საუბარი ეჭვებზე. ეს არის კონკრეტული ფაქტი, რომ ამ ერთი ადამიანის მიმართ არის განსხვავებული მიდგომა, სხვა ანალოგიური დანაშაულის ჩამდენ პირებთან შედარებით. როდესაც საქმე ეხება შერჩევას, ამის მიზეზი ერთადერთია მხოლოდ: ვიღაცის ახლობელია. კონკრეტულად ვისი, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, მას ჰყავს მფარველი,"- განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი, რომელსაც გამოძიება ნარკოდანაშაულს ედავება, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა