პარლამენტის წევრებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შემოწმების შედეგები გააცნეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის ობიექტი იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. როგორც ეფექტიანობის აუდიტის სამსახურის უფროსი აცხადებს, აუდიტმა სამი სახის დარღვევა გამოავლინა.

„პირველი მიგნება იყო, რომ სამსახურს არ ჰქონდა სრული სია შესამოწმებელი ობიექტების, მათ სიაში ობიექტების დაახლოებით 18% იყო გამორჩენილი. მეორე მიგნება შეეხებოდა უშუალოდ შემოწმების პროცესს. შემოწმების პროცესში სახანძრო ინსპექტორებს არ აქვთ განსაზღვრული მეთოდოლოგია, რომლითაც ისინი უზრუნველყოფენ თვითონ შემოწმების მაღალ ხარისხს. ხოლო მესამე მიგნება შეეხებოდა უშუალოდ მიწერილობების, ანუ შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულებას, საკმაოდ მაღალ პროცენტში ობიექტები საერთოდ არ არიან დაჯარიმებული, ხოლო ვინც არიან დაჯარიმებული, მათგან მხოლოდ 21% აქვს გადახდილი ჯარიმა", - განაცხადა ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალანდაძემ.

აუდიტის პერიოდი მოიცავდა 2016 წლიდან 2018 წლის პირველი ნახევრის პერიოდს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა