გიორგი კახიანი აშშ-ს ელჩის განცხადებაზე დასმულ კითხვაზე - იმედგაცრუებაზე საუბარი არასწორი და გადაჭარბებულია

იმედგაცრუებაზე საუბარი არასწორი და გადაჭარბებულია,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამით გიორგი კახიანი გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის განცხადებას კანონპროექტზე, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევას შეეხება. მისი თქმით, ის, რომ მაგალითად, ათიდან ცხრა რეკომენდაციის გათვალისწინება მოხდა, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე იმედგაცრუებული უნდა იყოს.

„არ მეგულება სხვა სახელმწიფო, რომლის კანონმდებლობაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე არჩევის საკითხებს ასე დეტალურად აწესრიგებს. იმედგაცრუებაზე საუბარი არასწორი და გადაჭარბებულია. ის, რომ ათიდან ათივე შენიშვნის გათვალისწინება ვერ მოხდა და მაგალითად, ცხრის გათვალისწინება მოხდა, იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ვინმე იმედგაცრუებული იყოს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ძალიან არგუმენტირებულად ვხსნით იმ ერთი შენიშვნის გათვალისწინება რატომ ვერ მოხდა. არამგონია, რომ ვინმე იმედგაცრუებული იყოს ამ თვალსაზრისით.

რაც შეეხება კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას, ამაზე მსჯელობა საერთოდ არ ყოფილა და არც მგონია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს,"- განაცხადა კახიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს