გიგი წერეთელი - ვფიქრობ, ძალიან მკაფიოდ გამოითქვა ის უკმაყოფილება, რომელიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ

ვფიქრობ, ძალიან მკაფიოდ გამოითქვა ის უკმაყოფილება, რომელიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამით წერეთელი გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის განცხადებას კანონპროექტზე, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევას შეეხება. მისი თქმით, "გულდაწყვეტა" დიპლომატიურად გამოყენებული ტერმინი იყო.

„ვფიქრობ, ძალიან მკაფიოდ გამოითქვა ის უკმაყოფილება, რომელიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ. ამ შემთხვევაში ეს გაახმოვანა აშშ-ს ელჩმა. ვფიქრობ, რომ "გულდაწყვეტა" დიპლომატიურად გამოყენებული ტერმინი იყო. საქმე ის არის, რომ ასეთ მნიშვნელოვან კანონზე, სამწუხაროდ, ხელისუფლება არ ცდილობს მაქსიმალური კონსენსუსის მოპოვებას იმ სურვილით, რომ რაღაცაზე შეჯერდნენ. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ იმის დემონსტრირებას, რომ უმრავლესობას შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს. ამით მხოლოდ პროცესს აზიანებს," - განაცხადა წერეთელმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი გამოეხმაურა ამავე საკითხზე გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ელჩის განცხადების თარგმანით ოპონენტები სპეკულირებენ. "ძალიან მიამიტური ამბავია იმის თქმა, რომ ვერ გადათარგმნეს სიტყვა „გულდაწყვეტილი“. გახარებული არ უთქვამს და ასეთი განსხვავებაც არ იქნება თარგმანში. ფაქტია, მთავარი აზრი და იდეა ის არის, რომ ვენეციის კომისიის, ეუთოს წარმოდგენილი ფუნდამენტური რეკომენდაციები არ იყო გათვალისწინებული და ეს არ არის კარგი,"- აღნიშნა წერეთელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო