ნათია მეზვრიშვილი - პანკისში პოლიციამ იმოქმედა ღირსეულად და კანონის სრული დაცვით, ადგილობრივი მოქალაქეების ქმედებები კი კანონის ფარგლებიდან იყო გასული

პანკისში პოლიციამ იმოქმედა ღირსეულად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. მოქალაქეების ქმედებები, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებიდან იყო გასული, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს იმ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა, რაც რამდენიმე დღის წინ პანკისში ჰესის მშენებლობის დაწყებას მოჰყვა.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოხდება თუ არა იმ მოქალაქეების დაკავება, ვინც კანონი დაარღვიეს, მეზვრიშვილმა უპასუხა, რომ ამაზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"პოლიციამ იმოქმედა ღირსეულად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას. რაც შეეხება ფორმალურ და სამართლებრივ პროცედურებს, ეს პროცესი მიმდინარეობს. გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, თანმიმდევრულად მივყვებით ამ პროცესს, კანონის შესაბამისად. როგორც კი რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საზოგადოებას ამის შესახებ აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას. საუბრები იმის შესახებ, რომ იქ პოლიციამ რაღაცას გადაამეტა, რომ თურმე პოლიციას იარაღი არ უნდა ჰქონოდა, რეზინის ტყვიები არ უნდა გამოეყენებინა... - აბსოლუტურად ყველა ქმედება, რაც იქ პოლიციამ განახორციელა, იყო კანონის ჩარჩოებში. მოქალაქეების ქმედებები, იურიდიული შეფასებით, რა თქმა უნდა, იყო კანონის ფარგლებიდან გასული. ამაზე კითხვები არც უნდა არსებობდეს," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო