ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატი - შერჩევითი სამართალი არ განხორციელებულა - უფრო მაღალი ოდენობის გირაო იყო გამოყენებული, ვიდრე ანალოგიურ შემთხვევებში სასამართლოს გამოუყენებია

ლევან ჯიბღაშვილის შემთხვევაში არანაირი შერჩევითი სამართალი არ განხორციელებულა, პირიქით, უფრო მკაცრი, მაღალი ოდენობის გირაო იქნა გამოყენებული, ვიდრე ანალოგიურ შემთხვევებში სასამართლოს გამოუყენებია, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულის საქმეზე ბრალდებული მსახიობისა და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ჯიბღაშვილი დროებით არის გათავისუფლებული და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მის გამართლებას არ ნიშნავს.

„პირადად მე მქონდა შემთხვევა, ანალოგიური კვალიფიკაციის დროს, პირი თანამშრომლობდა გამოძიებასთან, აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, არ ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელიც კი, მას არ შეიძლებოდა გამოძიებისთვის ხელი შეეშალა და გირაოთი გაათავისუფლეს. თან, გაცილებით ნაკლები გირაოთი. ამიტომაც, ფორმალურად და სამართლებრივად, ის გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ და პროკურატურამ მიიღო, აბსოლუტურად კანონიერია", - აცხადებს გიგუაშვილი.

მისივე განმარტებით, ის, რომ ლევან ჯიბღაშვილს შს მინისტრის მოადგილესთან, კახა საბანაძესთან აქვს ფოტო გადაღებული, არ შეიძლება ჯიბღაშვილის მიმართ შერჩევითი სამართლის გამოყენების საფუძველი გახდეს.

„მთელი ეს სპეკულაციები, რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფების დღის წესრიგიდან გამომდინარეა. შემიძლია წარმოგიდგინოთ, "რუსთავი 2"-ის სიუჟეტი, თუ როგორ ხსნიან ივანე მერაბიშვილი და ლევან ჯიბღაშვილი დედოფლისწყაროში პოლიციის შენობას, როგორ აქვს ფოტოსურათები გადაღებული გიგი უგულავასთან. ამიტომ, პოლიტიკური სპეკულაციები, რომ ვინმეს ვინმესთან სურათის გადაღება შეიძლება გახდეს მისთვის შერჩევითი სამართლის გამოყენების საფუძველი, რეალობას არ შეესაბამება", - აცხადებს გიგუაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს