„ნაცმოძრაობა“ - ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ეფექტიანობის გაზრდას

24 აპრილს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2018 წლის დეკემბერში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, საპარლამენტო ფრაქციებს ჩამოერთვათ საპარლამენტო კონტროლის მეტად მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომლის შესაბამისადაც შეეძლოთ მოეთხოვათ საბიუჯეტო ორგანიზაციების არაგეგმური ფინანსური ან/და შესაბამისობის აუდიტის ჩატარება აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიერ. მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნულის უფლება მინიჭებული აქვს მხოლოდ საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას.

,,ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ეფექტიანობის გაზრდას და შესაძლებლობას მისცემს საპარლამენტო ფრაქციებს, გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მოითხოვონ საბიუჯეტო ორგანიზაციების არაგეგმური ფინანსური ან/და შესაბამისობის აუდიტის ჩატარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს