კომპანია m² - კომპანიას სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“m²-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც, საერთო ჯამში, 1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. „m² უძრავი ქონების“ პირველი სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში მდებარეობს.

„ქსელის განვითარების მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, 2019 წლის დეკემბერში სრულდება 125 ნომრის მქონე სასტუმრო „რამადა თბილისის“ მშენებლობა მელიქიშვილის პროსპექტზე, გუდაურს კი 2019 წლის ზამთრის სეზონზე ახალ 121-ნომრიან სასტუმროს შევმატებთ.

ასევე, დაწყებულია 125-ნომრიანი რამადა ქუთაისის მშენებლობაც; უახლოეს წლებში ვგეგმავთ სასტუმროების გახსნას - მესტიაში, თელავში, ქუთაისში, ახალშენსა და თბილისში. ქვეყანას, ტურიზმის ზრდის ტენდენციის პირობებში, ყველა რეგიონში სჭირდება საერთაშორისო მომსახურების სტანდარტების მქონე სასტუმროები. მიგვაჩნია, რომ ამ მასშტაბის ინვესტიცია არა მხოლოდ რეგიონების ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და მოსახლეობის დასაქმებას დაეხმარება, არამედ თანმიმდევრულად აამაღლებს ქვეყნის მომსახურების სტანდარტებს და გააუმჯობესებს ჩვენს იმიჯს, რაც ვიზიტორთა მხარჯველუნარიანობის შეუქცევად ზრდას შეუწყობს ხელს.

პროექტების კონცეფციის გაცნობა m²-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილია“, - აღნიშნა m2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, თამარ გულედანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო