ნათია მეზვრიშვილი - შსს-მ ბატონი ჯიბღაშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი ზომა გამოიყენა - დააკავა, მის მიმართ კონკრეტული აღკვეთის ღონისძიება პროკურატურამ მოითხოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ბატონი ჯიბღაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი ბრალდებული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯიბღაშვილი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დააკავა.

"სამინისტრო არ გახლავთ უფლებამოსილი, რომ აღკვეთის ღონისძიება მოითხოვოს პირის მიმართ. ყველაზე მკაცრი ზომა, რისი განხორციელებაც სამინისტროს შეუძლია, ეს გახლავთ დაკავება და სამინისტრომ ეს ყველაზე მკაცრი ზომა ბატონი ჯიბღაშვილის მიმართ გამოიყენა - დააკავა სისხლის სამართლის წესით. რაც შეეხება ბრალდებას: მას პროკურატურამ წაუყენა ბრალი, შემდეგ მოითხოვა კონკრეტული აღვეთის ღონისძიება, რომელიც სამწუხაროდ, საზოგადოებას ხშირად ერევა სასჯელში. აღკვეთის ღონისძიება პირის მიმართ გამოიყენება ინდივიდუალურად: პიროვნული მახასიათებლების, წარსულში ნასამართლეობის და ა.შ. მიხედვით. არ ვცდილობ არაფრის ახსნას, ვცდილობ იურდიული პროცედურები განვმარტო. ამით ყველაფერი დამთავრებული არ არის. ეს ნიშნავს, რომ ხვალ სასამართლომ ბატონ ჯიბღაშვილს, შესაძლოა, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდოს," - განაცხადა მეზვრიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა