პანკისში ჰესის მშენებელი კომპანიის დირექტორი - თუ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის იქნება კონსენსუსი, რომ ჰესები არ გვჭირდება, გადაწყვეტილებას ჩვენც შესაბამისად მივყვებით

თუ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის იქნება კონსენსუსი, რომ არ გვჭირდება ჰიდროელექტროსადგურები, ჩვენც შესაბამისად მივყვებით ამას, - ამის შესახებ კომპანია „ფერის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა პანკისში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა კომპანია მოსახლეობასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას, იორდანიშვილი განმარტავს, რომ კონკრეტული გეგმა არ აქვთ და გაიზიარებენ იმ გადაწყვეტილებას, რასაც სახელმწიფო და საზოგადოება მიიღებს.

„ამ ეტაპზე გადასატანია ეს მძიმე დღე, რომელიც ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო. ჩვენი მხრიდან რამე გეგმა და კონკრეტული მიმართულებები მოლაპარაკებების კუთხით არაა,“-აცხადებს იორდანიშვილი.

მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში ყველაზე მეტად მისი კომპანია დაზარალდა.

„ზარალი საკმაოდ დიდია. ტექნიკა, რომელიც დაიწვა, მილიონი ლარის ღირებულებას სცილდება და სადგურის არ აშენებას, ასევე უკვე ჩამოტანილი ტექნიკის დანაკარგს რომ თავი დავანებოთ. მთავარია ხალხი მიხვდეს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა ჰიდროენერგეტიკის განვითარება ,“-აცხადებს იორდანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში ადგილობრივების პროტესტი მცირე ჰესის „ხადორი - 3“-ის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას მოჰყვა. მდინარე ალაზანზე "ხადორი-3"-ს კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ აშენებენ.

იხილეთ ვიდეო: პანკისში ჰესის მშენებარე კომპანიის გენერალური დირექტორი განცხადებას აკეთებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა