ირაკლი კობახიძე - აფხაზეთში დაწყებული წვრთნები არის მზარდი მილიტარიზაციის ერთ-ერთი გამოხატულება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აფხაზეთში დაწყებული წვრთნები მზარდი მილიტარიზაციის ერთ-ერთი გამოხატულებაა. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, მისთვის ეს მილიტარიზაცია შემაშფოთებელია.

„ჩვენთვის შემაშფოთებელია მზარდი მილიტარიზაცია, რომელსაც თვალყურს ვადევნებთ სამწუხაროდ, როგორც აფხაზეთში, ასევე, ცხინვალის რეგიონში და ეს წვრთნებიც არის ამის ერთ-ერთი გამოხატულება“,- აცხადებს კობახიძე.

მისივე თქმით, ამ კუთხით, საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომა მნიშვნელოვანია.

„გაგრძელდება კონსულტაციები იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ პრობლემები, რაც დაკავშირებულია მილიტარიზაციასთან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა