ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ განცხადებას ავრცელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს. განცხადებაში საუბარია ენერგეტიკული პოლიტიკის მიმართულებებსა და ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიებზე.

„საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებაა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისების, მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის გზით.

ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია განსაზღვრულია ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებით, რაც მოიცავს სამ ძირითად ამოცანას - ბაზრის დერეგულირება, მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარება და ენერგოეფექტურობა . ეს ასახულია საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტში. ამასთანავე, 2014 წლიდან, ყოველწლიურად დგინდება საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა, რომლის მიზანია ელექტროენერგიტიკული მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, გენერაციის ზრდის უზრუნველყოფა და გადამცემი ქსელის საიმედოობის გაზრდა.

ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა - მოხმარების ბალანსი ყოველთვის ინდიკატიურია და წლის პირველი 2-3 თვით მსჯელობა არ არის მართებული. მითუმეტეს, არაა სწორი, რომ 2-3 თვის მონაცემებზე ავაგოთ ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია და ახალი ჰესების განვითარება უნდა შევაჩეროთ - ეს საფრთხის შემცველი მოწოდებაა. მით უფრო, რომ დღეის მდგომარეობით, 20%ზე მეტი იმპორტული ენერგომატარებლების ხარჯზე კმაყოფილდება (ელენერგია, გაზი).

წლიდან წლამდე არსებულ ფაქტიურ მონაცემებზე დაყრდნობით, წლის ჭრილში ვხედავთ ელექტროენერგიის მოხმარების საშუალოდ 5%-იან ზრდას, მოცემული ზრდის ტრენდის შენარჩუნებისა და საპროგნოზოდ კიდევ უფრო მეტად გაზრდის შესახებ არაერთი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიისა თუ დონორი ორგანიზაციების მიერ იქნა ანალიზი და შეფასება წარმოდგენილი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, საქართველოს მშპ-ს საშუალო ვადიანი ზრდის პროგნოზი 5%, ხოლო გრძელვადიანი საშუალოდ 4,5%. შესაბამისი ეკონომიკური ზრდა გამოიწვევს ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდას და გრძელვადიან პერსპექტივაში ის 4,5%-ს გაუტოლდება.

არსებობს არაერთი კვლევა, რომლებიც ადასტურებს, რომ 2030 წელს საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნა 21-22 მილიარდ კილოვატ საათს მიაღწევს, რაც დაახლოებით 8 მილიარდი კილოვატ საათით მეტია ქვეყნის არსებულ გენერაციაზე.

ეს ზრდა ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს და ამას ალტერნატივა არ გააჩნია.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ ახალი კანონპროექტი რამდენჯერმე განხილულ იქნა, როგორც განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის წევრებთან, ასევე ენერგეტიკის სფეროში მოქმედ არასამთავრობოებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტზე მუშაობის დროს, რომელიც მომზადდა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უშუალო ჩართულობით, მუშაობის პროცესში მრავალჯერ გაიმართა სამუშაო შეხვედრები როგორც პარლამენტარებთან, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გამართულ არაერთ შეხვედრაზე, ასევე ფინანსურ ინსიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან, ენერგეტიკის ექსპერტებთან, პროფესორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასეთი ჩართულობა მათ აძლევდათ საშუალებას ჰქონოდათ შენიშვნები და მოსაზრებები, რისი ასახვაც მოხდა კანონპროექტში და სწორედ ამის შემდეგ, როცა ყველა მხარესთან შეჯერდა, გადაეგზავნა მთავრობას დასამტკიცებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს