„თავისუფალი საქართველო“ პარლამენტის მიერ ახალი საბაჟო კოდექსის განხილვას ეხმაურება

„თავისუფალი საქართველო“ პარლამენტის მიერ ახალი საბაჟო კოდექსის განხილვას ეხმაურება.

„პარლამენტმა დაიწყო ახალი საბაჟო კოდექსის განხილვა, რომლის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ მისი ძირითადი ამოცანა სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმებასთან და ძირითადად ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან ადაპტირებაა.

სამწუხაროდ, დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის საგარეო ვაჭრობის რეგულირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს, საერთოდ არ ითვალისწინებს ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევას: საქართველოში იმპორტი თითქმის 3-ჯერ აჭარბებს ექსპორტს (9,1 მილიარდი - 3,3 მილიარდ დოლართან) მიმართებაში.

ამ პოლიტიკის უმთავრესი და გამომწვევი მიზეზი სწორედ ე.წ ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკაა, რომელსაც სათავე 2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ დაუდო.

2004 წლამდე, 90-იან წლებში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ნახევარი მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში იგი -5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა“, - ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაში.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ანალოგიური პოლიტიკა შეინარჩუნა „ქართული ოცნების“ მთავრობამაც, რის შედეგადაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2018 წლის მონაცემებით უკვე -5,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„ე.წ ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის პირობებში, მთლიანად განადგურდა სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის მთელი დარგები და მათი ადგილები აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან (ჩინეთი,თურქეთი) იმპორტირებულმა პროდუქციამ ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, ის რომ თავის მხრივ აღნიშნული ქვეყნები სწორედაც, რომ არა ლიბერალურ, არამედ ექსპორტის სახელმწიფო მხარდამჭერის პოლიტიკას აწარმოებენ.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ საბაჟო კოდექსი წარმოდგენილი ფორმით არ უნდა იქნას მიღებული, მთლიანობაში უნდა შეიცვალოს მისი ფილოსოფია და ისევე, როგორც ყველა სუვერენული ეკონომიკის მქონე ქვეყნის, საქართველოს უმთავრესი ამოცანაც უნდა იყოს ექსპორტის გაზრდა, ხოლო იმ სფეროში, სადაც სახელმწიფო ხელს უწყობს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებას, საბაჟო კოდექსმა ხელი არ უნდა შეუწყოს იმპორტსა და არაკეთილსინდისიერ კონკურენციას“, - აღნიშნულია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს