ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა Startup Grind-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა Startup Grind-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას 500-მდე კერძო სექტორის წარმომადგენელი, მეწარმეები და ინვესტორები დაესწრნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს ქვრივიშვილმა სიტყვით მიმართა. სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა აჭარა ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ.

„შეხვედრაზე ტურიზმის თემატური სტარტაპების გამოფენა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. სპონსორები იყვნენ: აშშ-ს საელჩო, USAID Zrda Activity in Georgia და თბილისის მერია.

Startup Grind მეწარმეობისა და სტარტაპების სფეროში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა. სათაო ოფისი მდებარეობს სილიკონის ველზე და ის აერთიანებს 2 მილიონ ახალგაზრდას მსოფლიოს 125 ქვეყნის 500 ქალაქიდან.

Startup Grind Tbilisi-ს მთავარი ამოცანაა სტარტაპ საზოგადოების ფორმირება საქართველოში. აღნიშნული ღონისძიების მიზანია, თბილისმა წარმოაჩინოს მისი პოტენციალი და დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გლობალურ რუკაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და ორ მიზანს ემსახურება.

„ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფორმირებას, ასევე, ეს აერთიანებს ძალიან ბევრ ახალგაზრდას, რომლებიც პოზიციონირდებიან, როგორც სტარტაპერები და განსაკუთრებით აქტიურები არიან ტურიზმის მიმართულებით. ჩვენი ძირითადი როლი არის ასეთი მოტივირებული ადამიანების ხელშეწყობა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - აშშ და ჩინეთი რუსეთის გარეშე ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში არიან, რუსეთი პოლუსი კარგა ხანია აღარ არის, იგი მხოლოდ პროჩინურ ბანაკშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.10.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო
სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება
"ყველაფერი UG ქონების შესახებ" - საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საჯაროა
შუა დერეფნის პერსპექტივები გლობალური კონფრონტაციისა და არასტაბილურობის პირობებში
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს