უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილი - რამდენი ადამიანი უნდა დააკავონ - 100, 200, 300? არ გამოვა ასე - სხვანაირი მიდგომაა საჭირო

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მიმდინარე შეხვედრას უხუცესთა საბჭოს წევრებიც ესწრებიან.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ხეობის უხუცესმა, ხასო ხანგოშვილმა განაცხადა, განვითარებული მოვლენების შემდეგ ჰესის მშენებლობის საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების და დიალოგის აუცილებლობას ვერ ხედავს.

„რაც კვირას მოხდა, ვფიქრობ, ამის შემდეგ არანაირ დიალოგს აზრი არ აქვს. ეს თემა შინაგან საქმეთა მინისტრმაც დახურა როდესაც თქვა, რომ 90 პროცენტი თუ იქნება თანახმა, ჰესი მხოლოდ მაშინ აშენდებაო და ამდენ ადამიანს არასდროს ენდომება იქ ჰესის მშენებლობა.

რამდენი ადამიანი უნდა დააკავონ - 100, 200, 300? არ გამოვა ასე. სხვანაირი მიდგომაა საჭირო. რაც მოხდა იყო ცუდი და ცუდი საყურებელი. ამის მთავარი მიზეზი კი დიდი რაოდენობით სპეცრაზმელის შემოყვანა იყო. 25 წლის მანძილზე ჩვენ ბევრჯერ ვიწვნიეთ სპეცრაზმის შემოსვლა და ეს ცუდ რეაგირებას ახდენს.

ახლაც ამდენი პოლიციელის მობილიზება ან პოლიცის შენობის აშენება რა საჭიროა, ხეობაში არის სიმშვიდე და სიწყნარე“, - აღნიშნა ხასო ხანგოშვილმა.

შეხვედრაზე იმყოფებიან სხვა უხუცესებიც, რომლებიც ხელისუფლებასთან დიალოგის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა განმარტავენ, რომ ნებისმიერი სახის მოლაპარაკება მოხდება მხოლოდ ხეობის სრული ჩართულობით და არა ისე, როგორც მანამდე ხდებოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა