ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების თაობაზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების თაობაზე.

ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

„პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეულ რაიონებში, უფლება აქვთ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ განაცხადი გააკეთონ“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

რუსული მედია აღნიშნავს, რომ ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დაახლოებით ერთი მილიონი მკვიდრი იმყოფება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს